თავში

როდის დაიწყება საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია - განმარტება

როდის დაიწყება საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია - განმარტება
როდის დაიწყება საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია - განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით და იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში Sinovac-ის ვაქცინის გამოყენება, შესაძლოა, მომდევნო კვირიდან დაიწყოს.

"Sinovac-ი განიხილა ჯანმოს ექსპერტების საბჭომ და შუალედური დასკვნა, რომელიც პრეპარატთან დაკავშირებით არსებობს და მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არის საკმაოდ კეთილსაიმედო.

გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვაქცინა არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ისე როგორც ეს მოხდა Sinopharm-ის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე დღით დავასწარით ვაქცინაციის დაწყება ჯანმოს მიერ ავტორიზაციას.

ამ შემთხვევაშიც ვაქცინაციის საბჭოც და ექსპერტების ჯგუფი, ცალსახად უჭერს მხარს, Sinovac-ის დოზები გამოვიყენოთ. დღეს 100 მილიონზე მეტია მსოფლიოში აცრილი, 30 ქვეყანაში ავტორიზებული. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, შესათანხმებელია რამდენიმე საკითხი მთავრობასთან და მომავალი კვირიდან შესაძლებელია Sinovac-ის რეგისტრაციაზე და მის გამოყენებაზეც ვისაუბროთ, თუკი მთავრობა დაეთანხმება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს ვაქცინაციის საბჭომ გასცა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, საქართველომ "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system