თავში

როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ ამირან გამყრელიძე

როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ ამირან გამყრელიძე
როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ვაქცინაციის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს და მთელი დღის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

მისივე თქმით, აცრის შემდეგ გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

"ნორმალურად ვგრძნობ თავს. დღეს ჩვეულებრივი დატვირთვით ვიმუშავე. ჯერჯერობით გართულება არ ჩანს, ვნახოთ, დავაკვირდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში. 

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system