თავში

როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს

როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს
როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს და მისი დაწვა სცადეს, სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ერთი ქირურგიული ჩარევა უკვე ჩაუტარდა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

,,მდგომარეობა უცვლელია, რეანიმაციაში რჩება, მკვდარი ქსოვილები მოვაცილეთ, გადანერგვის ოპერაცია ჯერ არ ჩაგვიტარებია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს მიღებული აქვს სხეულის თერმული დამწვრობა 37%, მეორე-მესამე ხარისხის. ძირითადად, დაზიანებული აქვს ორივე წვივი და ორივე ბარძაყი ცირკულარულად.

ცნობისთვის, 30 ივნისს თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system