თავში

როგორ აღმოჩნდა საპრეზიდენტო არჩვენების ბიულეტენები ურნაში - ცესკო-ს განმარტება

როგორ აღმოჩნდა საპრეზიდენტო არჩვენების ბიულეტენი - ცესკო-ს განმარტება
როგორ აღმოჩნდა საპრეზიდენტო არჩვენების ბიულეტენები ურნაში - ცესკო-ს განმარტება

"ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი", - ასე შეაფასა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენების აღმოჩენის ფაქტი

მისი თქმით, სავარაუდოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, "ძალიან მოხერხებულმა" პირმა ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნების დროს წაიღო და გუშინ ურნაში მოათავსა. 

"მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, შენახული აქვს წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა. პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან, რა თქმა უნდა, საუბრო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა", — განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system