თავში

როგორ ამოვიცნოთ მულტისისტემური ანთების სინდრომი კოვიდგადატანილ ბავშვებში

როგორ ამოვიცნოთ მულტისისტემური ანთების სინდრომი კოვიდგადატანილ ბავშვებში
როგორ ამოვიცნოთ მულტისისტემური ანთების სინდრომი კოვიდგადატანილ ბავშვებში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ  კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ძირითადი ნიშანია მაღალი ცხელება და ერთდროულად რამდენიმე ორგანოს დაზიანება.

„ეს არის კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი. იმ 60 პაციენტიდან, რაც იყო დასახელებული ქვეყანაში, 45 მკურნალობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ჩვენ 2 ნოემბერს მივიღეთ პირველი პაციენტი ამ სინდრომით და ბოლო კვირების განმავლობაში, იმ პიკიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს, ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურია. ყოველ დღე ერთი პაციენტი მომართავს ჩვენს კლინიკას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანის შემდეგ. მათ შორის, კორონავირუსის უსიმპტომოდ გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად გამოვლინებას, სპეციალისტის განმარტებით, მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში.

„წამყვანი და ძირითადი ნიშანია ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა. შეიძლება გამოხატული იყოს თავის ტკივილი და დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა, შეიძლება იყოს ხველა და ფილტვები იყოს დაზიანებული, ძალიან ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოვლინებები, ისეთი, როგორიც არის ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მუცლის ტკივილი, ხშირია კანზე გამონაყარი, ხშირია სახსრების მხრივ ცვლილებები, ასევე ხშირია ტერფებისა და ხელების შეშუპება, ასე რომ, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი ორგანო, რომელიც შეიძლება არ იყოს ჩართული ამ პროცესში“ - განაცხადა ივანე ჩხაიძე. 

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ტემპერატურული რეაქციის დროს, თუ ის 38.5-ს არ აღემატება, სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება საფრთხის შემცველია. 

რა არის მულტიორგანული ანთებითი სინდრომი და რა ფორმით ვლინდება ის ბავშვებში - ნახეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system