თავში

როგორ დაინფიცირდა მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით

როგორ დაინფიცირდა მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით
როგორ დაინფიცირდა მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე დაინფიცირდა.

როგორც ხაზარაძე ამბობს, მას შეხვედრაზე ფოტოს გადაღება სთხოვეს, რა დროსაც პირბადე მოიხსნა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"გუშინ მომცა დაბალი სიცხე, მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა ერთ-ერთ შეხვედრაზე სადაც მთხოვებს სურათის გადაღება და იქ მოვიხსენი ნიღაბი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ ერთ-ერთს დაუდასტურდა. ამჟამად ჩვენი გუნდის წევრები გადადიან თვითიზოლაციაში და მასობრივად იკეთებენ ტესტირებას, ვისაც კი ჩემთან შეხება ჰქონდა. იმედია კორონავირუსს მალე დავამარცხებთ, მანამდე კი პროცესში ონლაინ ვიქნებით ჩართული", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ამ დროისათვის მამუკა ხაზარაძე თვითიზოლაციაში იმყოფება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებეის შემთხვევაში მას სტაციონარში გადაიყვანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system