თავში

როგორ დაინფიცირდა მეუფე სტეფანე

როგორ დაინფიცირდა მეუფე სტეფანე
როგორ დაინფიცირდა მეუფე სტეფანე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალური ქსელში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კოვიდინფიცირების შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, გასულ კვირას მსახურება არ შეუსრულებია და მის გარემოცვაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

,,დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის მეშემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება. მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system