თავში

როგორ დამაკლდი, ძალიან მენატრები - თამარ ივერის ემოციური პოსტი

როგორ დამაკლდი, ძალიან მენატრები - თამარ ივერის ემოციური პოსტი
როგორ დამაკლდი, ძალიან მენატრები - თამარ ივერის ემოციური პოსტი

საოპერო მომღერალი, ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი, სოციალურ ქსელში საქართველოს სახალხო არტისტის, საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

"როგორ დამაკლდები... როგორ დაგვაკლდება შენი იუმორი, შენი ფრთიანი გამოთქმები "ამ არიაში ნოტა დავარჭე"... დელ მონაკოსაც "პაწა" შეშურდებოდა" , "გოგო,ნუ ყვირიხარ, ჩემი გადაფარვა არც გეიფიქრო თვარა ქე დაკარგავ ხმას", "ნუ ქაქავ ბიჭო თვალებს 220 ვოლტზე შეერთებულივით" და ა.შ. როგორ გვიყვარდა შენი კვიმატი ენა და როგორ ფრთიან გამოთქმებად დადიოდა და გადადიოდა შენი გამონათქვამები.

ძალიან მოგვენატრები ალეკო, მაგ შენი გამონათქვამებით, შენი დიდი იუმორით, შენი გულახდილი რჩევებით, ქათინაურებით, მეუღლესთან ერთად საოცარი სტუმართმოყვარეობით, ოპერაზე დაუსრულებელი საუბრებით. 

ქართულ საოპერო სამყაროს... ფენომენალურ "ნათელ მზე ხმას"თან ერთად... ყველაზე კოლორიტული,ენამჭევრი,ქარიზმატული და ზე-კომუნიკაბელური ხელოვანი დააკლდა" - წერს თამარ ივერი. 

საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system