თავში

"როგორ ებრძვის საქართველო "ომიკრონს" - რა ფოტოს აქვეყნებს ზაზა წერეთელი - PHOTO

"როგორ ებრძვის საქართველო "ომიკრონს" - რა ფოტოს აქვეყნებს ზაზა წერეთელი - PHOTO
როგორ ებრძვის საქართველო ომიკრონს - რა ფოტოს აქვეყნებს ზაზა წერეთელი - PHOTO

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოშია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როგორ ებრძვის საქართველო "ომიკრონს".წასვლის წინ, გადავწყვიტე საველე ეპიდემიოლოგიის პილოტი ჩამეტარებინა.

დილა, "კოფი ლუი" კაფე ჭავჭავაძის პროსპექტზე, ყოფილი "ფრანციის" ტერიტორიაზე. 

ძალიან მცირე ფართი და საკმაოდ ბევრი მაგიდა. მაგიდებს შორის დისტანცია ძალიან პატარა. დახურული სივრცე, და საკმაო რაოდენობის კლიენტი. არავინ გეკითხება გაქვს თუ არა კოვიდ პასპორტი.

შუადღე. სამარშრუტო ტაქსი. გადაჭედილი, ფეხზე დგას ერთი 7 ადამიანი, ჩათვალეთ რომ კალთაში გიზით. ყველა ფანჯარა დაკეტილი. მძღოლზე შენიშვნის მიცემისას, რატომ ამოჰყავს ამდენი ხალხი მივიღე პასუხი - მერიამ ნება დაგვრთო, 5-6 კაცი გავაჩეროთ ფეხზეო.

ტესტირების ცენტრი, ყაზბეგის გამზირზე. ცენტრში შესულებს ურიგებენ ბახილებს. ცენტრში ბევრი ხალხია, ამიტომ გარკვეული ნაწილი გარეთ გამოდის, იგივე ბახილებით)))არადა ბახილების დანიშნულება უნდა იყოს, რომ არ შეიტანო ცენტრში გარედან მტვერი, სიბინძურე და მიკრობები.

შესაბამისად, კითხვა, რა აზრი აქვს ბახილების დარიგებას. 

პოზიტიური მხარე - კოვიდ ვირუსი არ არსებობს)))) ნუ საქართველოში მაინც...", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system