თავში

როგორ განვასხვაოთ გრიპი კორონავირუსისგან - თამარ გაბუნიას განმარტება

როგორ განვასხვაოთ გრიპი კორონავირუსისგან - თამარ გაბუნიას განმარტება
როგორ განვასხვაოთ გრიპი კორონავირუსისგან - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია და მათი გარჩევა ტესტირებით არის შესაძლებელი.

გაბუნია მშობლებს ურჩევს, რომ დააკვირდნენ ბავშვის ტემპერატურის მატებას, თუ ის თავს შეუძლოდ იგრძნობს, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს და მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს. 

“გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები თითქმის მსგავსი იქნება. თუმცა ამის გარჩევა შესაძლებელია ტესტირების გზით. ჩვენ მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტესტირება ამბულატორიულ პირობებში მარტივად იყოს შესაძლებელი, რომ კორონავირუსი გამოირიცხოს. ხოლო გრიპის მსუბუქი და მარტივი შემთხვევების ბინაზე მართვა მარტივად არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პირადი დაცვის საშუალებები, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ. გრიპის შემთხვევაშიც ეფექტურია.

ასევე, ის რეკომენდირებული დაცვის საშულებები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით უნდა გამოვიყენოთ, ასევე ძალიან კარგია გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლადაც. ამდენად, ხელის ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება, ის მექანიმზებია, რომელიც ორივე ძალიან კარგად დაგვიცავს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს და თავადაც შეახსენონ ბავშვებს, რომ ამ წესებს მიმართონ" - განაცხადა გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system