თავში

როგორ მიიღებენ სერვისებს დევნილები და ეკომიგრანტები

როგორ მიიღებენ სერვისებს დევნილები და ეკომიგრანტები
როგორ მიიღებენ სერვისებს დევნილები და ეკომიგრანტები

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. 30 ნოემბრიდან სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება.

სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე: 511 139 724; 511 139 723; 5 99 006 581.

ნებისმიერი შეკითხვისა და კონსულტაციისთვის კი, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს Facebook გვერდს https://www.facebook.com/IDPsAgency

ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] გაგზავნონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system