თავში

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა სუნთქვის უკმარისობა

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა სუნთქვის უკმარისობა
როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა სუნთქვის უკმარისობა

ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმებმა – ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა კორონავირუსის არაფორმალური გზამკვლევი შეიმუშავეს, რომელიც ვირუსის მართვის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იძლევა. 

გზამკვლევში ადგილი ეთმობა ინფორმაციას სუნთქვის უკმარისობის შესახებ, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთი ხშირი მახასიათებელია.  

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა? 

  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო.
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმის მიხედვით არ აღემატება 18-20-ს წუთში).
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას.
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
  • ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.

სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:

მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად, სწრაფი სიარულის ან ერთი ან ორი სართულით კიბეზე ასვლისას.

საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს).

მძიმე დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც, ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმას.

დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეგვიძლია თუ არა მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. 

გზამკვლევი სრული ვერსია იხილეთ ლინკზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system