თავში

როგორ მოვიქცეთ ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში - განაცხადის წესში ცვლილებებია

როგორ მოვიქცეთ ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში - განაცხადის წესში ცვლილებებია
როგორ მოვიქცეთ ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში - განაცხადის წესში ცვლილებებია

ბიომეტრიულ პასპორტთან დაკავშირებით 1 ნოემბრიდან ძალაში ახალი წესი შედის - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"1 ნოემრიდან ახალი წესი შევა ძალაში, როდესაც ბიომეტრიულ პასპორტს დავკარგავთ ან მოგვპარავენ, საკმარისი აღარ იქნება უბრალოდ იუსტიციის სახლში განცხადების დაწერა საკმარისი. აუცილებელი იქნება დაკარგულის ჩანაცვლებამდე, მოქალაქემ მოიტანოს დასტური იმისა რომ ამის შესახებ განაცხადი შერიტანა პოლიციაში. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საქარველოში იმყოფებიან, არამედ ეხება მათაც, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება, რადგან მოგეხსენებათ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში აცხადებენ, რომ თითქოს დაკარგეს ან მოპარეს პასპორტი, აქედან გამომდინარე ორ პასპორტს ინარჩუნებენ, რაც არის დიდი პრობლემა" - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system