თავში

როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი - ღოღობერიძის 6 რჩევა კოვიდინფიცირებულებს

როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი - ღოღობერიძის 6 რჩევა კოვიდინფიცირებულებს
როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი - ღოღობერიძის 6 რჩევა კოვიდინფიცირებულებს

როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი - კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას საჭირო რჩევებს აძლევს. 

ექიმი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ან ვირუსი ახლახანს გადაიტანეს.

"ზოგადად, კოვიდინფექციის დროს ახალგაზრდები ნაკლებად იღუპებიან, მაგრამ ვინც იღუპება, აღმოჩნდა, რომ დომინირებს თრომბოზის ფაქტორი. აქ ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება მარტივად მოწყდეს, ფილტვის არტერიაში გაიჭედოს და გული გააჩეროს.

მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. 

მისგან თავის არიდება მარტივად, მედიკამენტების გარეშეც შეიძლება.

პირველი -  ეს არის, რომ ატაროთ რაც შეიძლება მოტკეცილი შარვალი, ეს დაახლოებით უტოლდება კომპრესულ სახვევებს. როცა გაცვიათ მოტკეცილი შარვალი, ეს ნიშნავს, რომ აწვებით ზედაპირულ ვენებს, მათ კეტავთ და სისხლი მოძრაობს მხოლოდ ღრმა ვენებში, თუ რა თქმა უნდა, ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახანს მოიხადეთ კოვიდინფექცია. 

მეორე - დაწოლისას შეეცადეთ, ფეხები გქონდეთ გულის დონეზე ოდნავ მაღლა, ტერფების ქვეშ დაიდეთ ბალიში. ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ ღრმა ვენები კარგად დაიცალოს. თუ ის კარგად დაიცლება, სისხლი არ გაჩერდება და არ დაითრომბება.

მესამე - ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, თუ ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახან მოიხადეთ ინფექცია. ასეთ დროს მუხლქვეშა ვენას კეტავთ, სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში, რაც იწვევს თრომბოზს. 

მეოთხე - წონაში კლება. წონის შემცირება თამაშობს ძალიან დიდ როლს. 

მეხუთე - სითხეები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით. ძალიან ბევრმა იცით, რომ კოვიდინფექციის დროს უნდა ივარჯიშოთ, ვარჯიში ყველაზე იდეალური საშუალებაა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არასდროს, არც ერთი წამით არ იყოთ მოსვენებულ და მოდუნებულ მდგომარეობაში. სულ უნდა იმოძრაოთ. მაგრამ როცა ბევრს მოძრაობთ, ძალიან ბევრ წყალს აორთქლებთ და გამოშრებით, ასეთ დროს სისხლი ძალიან ბლანტდება და ითრომბება, ამიტომ სითხეები უნდა მიიღოთ. სითხეები უნდა მიიღოთ მანამ, სანამ თქვენი შარდი არ გახდება ღია ფერის, როცა ღია ფერის გახდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს. 

მეექვსეთუ გაქვთ თრომბოზის ოჯახური ისტორია, თუ დედას, მამას, ბაბუას, ბებიას ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან სიმსივნეები, თუ აქვთ მიდრეკილება თრომბოზისკენ, შეეცადეთ, რომ საკვებში ნაკლებად მიიღოთ ისპანახი, მასში ძალიან ბევრია კა ვიტამინი, ასეთ დროს კი თრომბოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში იზრდება რისკი, ჯანმრთელ ადამიანებში ისპანახი პრობლემას არ წარმოადგენს", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system