თავში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ - ექიმის რჩევები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ - ექიმის რჩევები
როგორ უნდა მოიქცეთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ  - ექიმის რჩევები

გადავწყვიტე, ერთად შემეკრიბა ყველა ის რეკომენდაცია, რაც უნდა მიიღოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისგან, პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაგიდასტურდებათ კორონავირუსი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ანი ქავთარაძე წერს.

მედიკოსის რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

✅ პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განწყობაზე ბევრია დამოკიდებული.

✅ თუ კი იღებდით ექიმის დანიშნულებით რაიმე წამალს განაგრძეთ. არ შეწყვიტოთ.

✅იმოძრავეთ, არ დაწვეთ.(ისე, რომ არ გადაიღალოთ)

✅ დაისვენეთ და როდესაც ისვენებთ, შეეცადეთ იწვეთ მუცელზე(მუცელზე წოლა გულ-მკერდის არეში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგიცავთ მოსალოდნელი,

ფილტვისმიერი გართულებისგან).

✅აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები- ბერეთ ბუშტები, ივარჯიშეთ სპეც. სპირომეტრით ან წყლიან ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი და მასში აბუყბუყეთ წყალი, საწრუპელის საშუალებით(ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია, იხ. მიბმული ფოტოები) .

✅სვით სითხე, მინ. 2 ლიტრ. დღეში, მასში დიდი წილი უნდა იყოს სუფთა წყალი.(პარალელურად, აკონტროლეთ შარდის ფერი- თუ კი იგი მუქი ფერისაა, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიღებული სითხე საკმარისი არ არის)

✅ტემპერატურის >38 ან/და თავის, სახსრების, კუნთების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი(იგივე, ნუროფენი, მიგ400).

✅ხშირად გაანიავეთ ოთხი. თუ აივანი გაქვთ გადით.

✅თუ ვინმეს აქვს პულსოქსიმეტრი და გათხოვებთ, ძალიან კარგი იქნება, იკონტროლოთ სატურაცია(სისხლში ჟანგბადის გაჯერებულობა, არ უნდა ჩმოსცდეს 94%,თუ ასე მოხდა, დააკვირდით კლების ტენდენციას, ასევე სუნთქვის სიხშირეს)

✅არ მიიღოთ ანტიბიოტიკი(ვირუსს ანტიბიოტიკი არ კურნავს)

✅ არ მოითხოვოთ კომპ. ტომოგრაფია!!!! (ესაჭიროებათ მძიმე, სუნთქვის უკმარისობიან პაციენტებს). გახსოვდეთ, 1 გულ-მკერდის კტ. განპირობებული დასხივება = 2 წლის ბუნებრივ დასხივების დოზას!

✅რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილეული.

✅ არ დაარღვიოთ იზოლაციის წესები, შესაძლოა თქვენ გახდეთ, სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო!

✅თუ კი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება.

✅გახსოვდეთ, კოვიდ ინფიციფებულების 80%ს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება!

და ბოლოს, იმედია, არავის დაგჭირდებათ ეს რეკომენდაციები - აიცერით, მოუწოდეთ სხვებსაც აცრისკენ, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system