თავში

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში - ექიმ არჩილ მარშანიას რეკომენდაციები

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში - ექიმ არჩილ მარშანიას რეკომენდაციები
როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში - ექიმ არჩილ მარშანიას რეკომენდაციები

ექიმი, არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში Covid-19-ის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით გვირჩევს, როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში:

გაფრთხილება: პირველ რიგში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია. ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.

მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც „რისკის შემცველი“ კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ19-ის ინფექციას.

მსუბუქი შემთხვევა – კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის
გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

ზოგადი რეკომენდაციები:

✅მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ცხადია არ უნდა გახდეს წესების უგულვებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

✅ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

✅იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული. გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად. მოერიდეთ ზურგზე წოლას, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია) მიიღეთ სითხეები. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა. დაისვენეთ.
ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ
ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის
გავრცელებას).

❌არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system