თავში

როგორი ამინდი იქნება დღეს

როგორი ამინდი იქნება დღეს

დღეს სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილ ამინდს პროგნოზირებენ. თბილისში +29 გრადუსი იქნება.

მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოშიც. ბათუმში +27, ზუგდიდში კი +29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. +30 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში.

თბილი ამინდია აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება. ლაგოდეხში + 28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სიღნაღში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. ცაგერში სინოპტიკოსები +27 გრადუსს სითბოს პროგნოზირებენ. +23 გრადუსი სითბო იქნება ბახმაროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system