თავში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა.

28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც.თბილისში 27-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 1 მარტს თილისში, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system