თავში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

28 იანვარს თბილისში, რუსთავში, თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში დღისით ტემპერატურა საშუალოდ +14° გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი მოსალოდნელი არ არის. 

ბორჯომსა და ახალციხეში ტემპერატურა დღისით +10° დაფიქსირდება, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში  ტემპერატურა მაქსიმუმ +18°-მდე გათბება. აღნიშნულ ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა.

მესტიასა და ბახმაროში დღისით +5, +6°გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ცაგერში წვიმა და +14°გრადუსი.

29 იანვრიდან თბილისში, რუსთავში, თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში ტემპერატურა 10° გრადუსამდე დაიკლებს, აღნიშნულ ქალაქებში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. 

ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში ტემპერატურა +7, +9° იქნება, მოსალოდნელია წვიმა. 

ბორჯომსა და ახალციხეში ტემპერატურა დღისით +5° გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია თოვლი. 

მესტიაში +14° გრადუსი და თოვლი ხოლო ბახმაროში დღისით -1°გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ცაგერში წვიმა და +3°გრადუსი დაფიქსირდება. 

30 იანვარს თბილისში, რუსთავში, თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში დღისით ტემპერატურა +10, +12° გრადუსი იქნება, აღნიშნულ ქალაქებში ნალექი მოსალოდნელი არ არის. 

ბორჯომსა და ახალციხეში ტემპერატურა დღისით +7° დაფიქსირდება, შესაძლებელია მცირე ნალექი თოვლის სახით. 

ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში ტემპერატურა მაქსიმუმ +10, +13°-მდე გათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის. 

მესტიასა და ბახმაროში დღისით +1°გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ცაგერში +6° და უნალექო ამინდი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system