თავში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

24 სექტემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მზეა მოსალოდნელი და ტემპერატურა +28. +30 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

24 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის შედარებით დაბალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. ჰაერი +22-დან +28 გრადუს ცელსიუსამდე გათბება. 

მაღალ მთაში მოსალოდნელია წვიმაც, რა დროსაც სითბო +20, +22 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში. 23 სექტემბრამდე თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსი იქნება. 23 სექტემბრიდან კი ტემპერატურა 25-21 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system