
9-9 ნოენბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.
8-9 ნოემბერს თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
10 ნოემბრიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერტურა დაიკლებს და იწვიმებს.
კერძოდ, 10 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას ელოდებიან, ტემპერატურა +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 11 ნოემბერს +10 გრადუსამდე დაეცემა და ისევ იწვიმებს.
10 ნოემბერს იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა დღეს არსებული ტემპერატურა შენარჩუნდება და +17 გრადუსი იქნება.
11 ნოემბრიდან კი წვიმა შეწყდება, ხოლო ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიკლებს.
12-14 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი დაფიქსირდება.