თავში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში წლის ბოლომდე

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში წლის ბოლომდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში წლის ბოლომდე

24-25 დეკემბრერს აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი დემპერატურა შენარჩუნდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა -2, -6 გრადუსი. დღის საათებში კი ჰაერი +2, +3 გრადუსამდე გათბება. 26-31 დეკემბრის პერიოდში კი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, ღამის საათებში 0, +1 გრადუსი, ხოლო დღისით +7, +13 გრადუსი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში 24 დეკემბრის ღამეს ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.

24-25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ღამით -5, -4 გრადუსი, ხოლო დღისით +2, +3 გრადუსი იქნება. 26-31 დეკემბერს ტემპერატურა +10, +13 გრადუსამდე მოიმატებს. 31 დეკემბერს იწვიმებს.

თბილისში 31 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24-25 დეკემბერს ტემპერატურა ღამის საათებში -3, -2 გრადუსი იქნება, დღისით კი +3, +5 გრადუსი. 26-31 დეკემბერს დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +11, +13 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამის საათებში 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

მაღალ მთაში 24-31 დეკემბრამდე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამის საათებში -19, -10 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -8, - 2 გრადუსი დაფიქსირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system