თავში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში ქვეყანაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

20-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

21 იანვრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქების მიხედვით ასე გამოიყურება: 

თბილისში ღამით -3°, დღისით +3°, და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რუსთავში ღამით -4°, დღისით +2° გრადუსი დაფიქსირდება, დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავში ღამით ტემპერატურა -5°, დღისით კი +1° გრადუსამდე მოიმატებს, აქაც უნალექო ამინდს ელოდებიან. ლაგოდეხში ღამით -4°, დღისით +5°, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. სიღნაღში ღამით -5°, დღისით კი +4° გრადუსი იქნება, სინოპტიკოსები ნალექს არც აქ ელოდებიან.

ბორჯომი ღამით -8°, დღისით კი -2° გრადუსი იქნება, სინოპტიკოსები კურორტზე თოვლს პროგნოზირებენ. თოვლია მოსალოდნელი ახალციხეშიც, აქ ღამით -8° იქნება, დღისით კი -3° გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში ღამით -6°, დღისით 0°, გრადუსი იქნება და მოთოვს. 

სოხუმში ღამით ტემპერატურა -3°, დღისით +3° გრადუსია მოსალოდნელია თოვლი, დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში ღამით 0° გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო დღისით ტემპერატურია +6° გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია თოვლჭყაპი. თოვლს ელოდებიან ფოთში, სადაც ღამით -1°, დღისით +2° გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღამით -5°, დღისით კი +3° გრადუსია მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ქუთაისი ღამით -1°, დღისით +1° გრადუსი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 

მესტია ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა -17° გრადუსმდე გათბება, ხოლო  დღისით -6° გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  ცაგერში ღამით -9°, დღისით კი +4° გრადუსი იქნება, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ბახმარო ძლიერ ყინვას ელოდებიან, აქ ღამით -17°, დღისით -9° გრადუსი იქნება და მოთოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system