თავში

როგორი ამინდია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

28 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. 29 და 30 ივნისს, სინოპტიკოსები კვლავ წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +17°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +32° სითბო იქნება.

28 ივნისს მცირე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 29 და 30 ივნისი აქაც უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16°იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +33°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28, 29 და 30 ივნისს მცირე წვიმას ელოდებიან, შესაძლებელია სეტყვა. ღამით მინიმალური ტემპერატურა +16° ხოლო დღისით +39° გრადუსამდე დაფიქსირდება.

28, 29 და 30 ივნისს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +13°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +35° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 28 ივნისს უნალექო ამინდს ელოდებიან, ხოლო 29 - 30 ივნისის დღეებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. სამდღიან მონაკვეთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +22° იქნება, დღისით კი მაქსიმალური ნიშნული +39°-ს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system