თავში

როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა მოსალოდნელი ზაფხულში - გამყრელიძის პროგნოზი

როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა მოსალოდნელი ზაფხულში - გამყრელიძის პროგნოზი
როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა მოსალოდნელი ზაფხულში - გამყრელიძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით მესამე ტალღა ქვეყანამ უფრო იოლად გადაიტანა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები ყველა წესსა და რეკომენდაციას დაიცავენ და აიცრებიან, ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში ეპიდვითარება ქვეყანაში ძალიან მსუბუქი იქნება.

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა მეორე ტალღასთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ეს იოლად, ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, ვინც ამ დროს დაკარგა ოჯახის წევრები.

მაგრამ, თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ეს ივლისი-აგვისტო-სექტემბერი მაქსიმალურად, დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში თუ იქნება მეოთხე ტალღა, ეს იქნება ძალიან მსუბუქი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system