თავში

როგორი იქნება ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსები - PHOTO

როგორი იქნება ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსები
როგორი იქნება ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსები  - PHOTO

თბილისს 126 ახალი ავტობუსი დაემატება. 12-მეტრიან ავტობუსებს კომპანია "თეგეტა" შემოიყვანს – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია – "თეგეტა მოტორსი", რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, – განაცხადა მერმა.

კალაძის განმარტებით, ავტობუსების აწყობა-წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდაჭერით განხორციელდება. 

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერია არსებული ავტოპარკის ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება და დამატებითი ავტობუსების შეძენას აპირებს.

მერის ინფორმაციით, ახალი BMC-ის მარკის ავტობუსები, გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემა. ავტობუსებს გააჩნია, როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system