თავში

როგორი იქნება საარჩევნო პროცედურა 31 ოქტომბერს

როგორი იქნება საარჩევნო პროცედურა 31 ოქტომბერს
როგორი იქნება საარჩევნო პროცედურა 31 ოქტომბერს

საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს მისულ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა. მან მედიის წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნო, რომლის შესრულებაც ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მოუწევთ.

ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის. დეზობარიერს დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ უტარდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან. პირადობის მოწმობის გადაცემის შემდეგ, ამომრჩეველია კვლავ მოიხსნას პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში. კაბინა კივიდპანდემიის გამო შეცვლილია და ის მთლიანად დახურული არ იქნება მისი განიავება უფრო ინტენსიურად მოხდება. როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტინის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, – განაცხადა ჟვანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system