თავში

როგორია ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - გამყრელიძის განმარტება

როგორია ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - გამყრელიძის განმარტება
როგორია ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - გამყრელიძის განმარტება

"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ვითარება იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს.

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ.

"ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იქნა სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა – გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს.

მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება ეს, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება." - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემებით, 908 ინფიცირებულია 26 თებერვლიდან საქართველოში, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს.

"ყველა ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები არ ატაროს დახურულ სივრცეში, არ იყოს დიდი თავყრილობები რესტორნებში, კაფეებში, ბარებში და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელებისა. შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ამიტომ ისი დიდი პროცესი, პოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში მოდის, არჩევნების პროცესი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ ერთი მხრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლება მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით იყოს დაცული, მეორე მხრივ დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system