თავში

როგორია ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურია - ამის შესახებ კლინიკა "ჰელსიკორის" დირექტორმა, რუსუდან ლაგვილავამ განაცხადა. 

ექიმის თქმით, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში რჩება და მას გამოკვლევები უტარდება, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. 

"კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, კორონაროგრაფია, იყო გარკვეული ცვლილებები გულზე მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენტირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს ეს არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას"- ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, TV პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც შვილმა მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. ვახტანგ წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 

ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ის იმ სასამართლო პროცესებს უკავშირებს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, 70 წლის ადამიანს, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს გადატანილი და სისტემატიურ მკურნალობას საჭიროებს, თითქმის ყოველდღე უწევს სასამართლოში სიარული.

ვნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოგვიანებით ბიზნესმენმა გირაო გადაიხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system