თავში

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების მდგომარეობა

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების მდგომარეობა
როგორია ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების მდგომარეობა

გორში ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებული 10 პაციენტიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ის თბილისში,„ჯერარსის“ კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტს კომბინირებული პოლიტრავმა აქვს.

"პაციენტი გადმოყვანილია "გორმედიდან". არის მძიმე კომბინირებული პოლიტრამვით, არის თავის ტვინის დაჟეჟილობა, ყველაზე მძიმე არის გულმკერდის დაჟეჟილობა, კუნთების დაჟეჟილობით და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, არის ასევე, სახის ძვლების მოტეხილობა. კაცის მდგომარეობა არის ჯერჯერობით ძალიან მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ღამის განმავლობაში მოხერხდა მისი მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაცია. ჯერჯერობით რამე პროგნოზსს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ექიმმა.

ავარიის დროს დაშავებული, "გორმედში" გადაყვანილი პაციენტებიდან ერთის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გუშინ შემოვიდა ავტოავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი, მათგან ერთი იყო კრიტიკულად მძიმე და ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი იყო რეფერირებული კლინიკიდან. დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება და უარი განაცხადეს შემდეგ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე, არც ერთი პაციენტი არ გვრჩება ავტოავარიის შედეგად დაშავებული კლინიკაში", - განაცხადეს "გორმედში".

ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 10 დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system