თავში

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ბასიანთან დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული რამდენიმე გასროლის შედეგად დაჭრილები საავადმყოფოდან გაწერეს. 

ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლებელია დაშავებულების მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელება. კახა ბუკიას განმარტებით ორივე მათგანს, ერთიდაიგივე სახის ტყვიით ქონდათ ჭრილობები მიყენებული.

გაწერამდე დაზარალებულები კლინიკაში გამოკითხეს, თუმცა მათ მედიასთან მომხდარისა და გამოკითხვის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, გამთენიისას, კლუბ ,,ბასიანის" შესასვლელთან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი პირი დაიჭრა. როგორც report.ge-ს თვითმხილველებმა აცნობეს, მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი, 40 წლის კაცი დააკავა.

რაც შეეხებათ, დაჭრილებს, ორ მათგანს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system