თავში

როგორია ბათუმის ბულვარში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა

როგორია ბათუმის ბულვარში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა
როგორია ბათუმის ბულვარში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა

ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ოპერაცია კლინიკა "მედცენტრში" ჩაუტარდა, 

ექიმების ინფორმაციი, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილ ახალგაზრდას მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი და შველას ითხოვდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system