თავში

როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება

როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება
როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში - ამირან გამყრელიძის განმარტება

"დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ტქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

"ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. დღეს დილის 09:00 საათისთვის იყო სამი ახალი შემთხვევა, ანუ ბოლო 24 საათში. წინა დღეებშიც ერთეული შემთხვევები იყო. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევის პირველწყაროზე გავდივართ. არ არის არც ერთი შემთხვევა, თუ მარტის და აპრილის შემთხვევებს არ ავიღებთ, სადაც პირველწყაროზე ვერ გავდიოდით. დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც პრინციპში, ვიცით პირველწყარო და მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამდენად, საპანიკო არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არანაირი საშიშროება არ იქნება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system