თავში

როგორია ეპიდვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში - მინისტრის კომენტარი

როგორია ეპიდვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში
როგორია ეპიდვითარება  პენიტენციურ დაწესებულებებში - მინისტრის კომენტარი

ტესტირების პროცესი 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა, სულ გაკეთდა 654 ტესტი და ჯამში კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და მიმდინარე თვის ბოლომდე, ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება. 

"პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური PCR ტესტირებების პროცესს. ამ ეტაპზე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ორ დიდ დაწესებულებაში, გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების შედეგების შესახებ. რაც შეეხება ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებას, აქ ჩატარდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენები არიან უსიმპტომო პატიმრები, ისინი არიან საკარანტინო სივრცეში იზოლირებულები, ასევე მათი კონტაქტები. მათ ყოველდღიურად უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი, ამას ემატება, ასევე, 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით PCR ტესტირება. რაც შეეხება მეთხუთმეტე ქსნის დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან და მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირებების ინტენსიური პროცესი. ჯერ მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების პროცესი. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system