თავში

როგორია გატაცებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა

როგორია გატაცებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა
როგორია გატაცებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა

შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გემთმფლობელთან კომუნიკაცია დღესაც შედგა, შესაბამისად, მივიღეთ განახლებული ინფორმაცია და დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. გემზე მყოფი და გატაცებული ეკიპაჟის წევრებიდან არავინ არ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა, რომ არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რამდენიმე ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system