თავში

როგორია გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ - PHOTO

როგორია გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ - PHOTO
როგორია გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ  - PHOTO

თბილისში მხატვარ ლადო გუდიაშვილის სახელობის განახლებული მოედანი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 

მოედნის გახსნას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. 

"დღეიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისიამოვნოთ ამ მოედნით, თუმცა, ჩვენი სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება. განვაგრძობთ მიმდებარე ქუჩების განახლებას. უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულიდან, პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში განახორციელა.

"რეაბილიტაციის პროცესში, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი - ძველი ნაგებობები, სათავსოები და ჭურჭელი შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 100 მლნ ლარს შეადგენს.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს", - აცხადებენ მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system