თავში

როგორია ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

როგორია ინდური შტამით საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
როგორია ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ინდოეთში ყოფნისას კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განმარტებით, ორივე მათგანს ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. მისივე ცნობით, საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებთან. 

"იქ იმყოფება 10-კაციანი ჯგუფი საქართველოდან, მათ შორის ჩვენი სპორტსმენები. ორ მათგანს აღმოაჩნდა კოვიდი. არ დავაკონკრეტებ ვინაობას. საელჩო კონტაქტზეა მათთან და ეხმარება, ისინი საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქ ფორმებში აქვთ დაავადება. ჩვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას გავაგრძელებთ" - განაცხადა ღვთისიაშვილმა. 

report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ ინდური შტამით დაინფიცირდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system