თავში

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის მდგომარეობა

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის მდგომარეობა
როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 13 პაციენტი რჩება. მათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

„ყველას ჩაუტარდა კვლევა, ყველა მათგანთან პნევმონია გამოირიცხა. არცერთთან არ დადასტურდა არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. ყველაფერი ამის შეჯერებით, ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. ლუგარის ლაბორატორის სამსახურიდან მობრძანდებიან, ცამეტივე პაციენტზე აღებულია ტესტი და დღის მეორე ნახევარში შედეგები ცნობილი იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.  

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ორი ირანის მოქალაქეა, დანარჩენები კი - საქართველოს მოქალაქეები, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system