თავში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში
როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

ინფიცირების 1 849 აქტიური შემთხვევიდან, 265 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system