თავში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში
როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

ინფიცირების 2 495 აქტიური შემთხვევიდან, 278 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," -  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system