თავში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში
როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

ინფიცირების 10 189 აქტიური შემთცვევიდან 733 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 903 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი.

გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system