თავში

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ძმის კომენტარი

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ძმის კომენტარი
როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ძმის კომენტარი

,,როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის", - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსახიობს კორონავირუსზე მორიგ ტესტირებას, სავარაუდოდ, ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ.

,,კახის საავადმყოფოში მკურნალობენ, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია და ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც მედიკოსები გვეუბნებიან კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის. კორონავირუსზე მორიგი ტესტი მისთვის არ ჩაუტარებიათ, საავადმყოფოში რა დიაგნოზითაც შევიდა იმ დიაგნოზით აგრძელებს მკურნალობას. მის გაწერასთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ ყოფილა. სავარაუდოდ,  მორიგ ტესტს ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ", - განაცხადა იმერი კავსაძემ. 

კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system