თავში

როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა

როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა
როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა

მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობიდან გადახტა, უკიდურესად მძიმეა. 

როგორც გერმანულ ჰოსპიტალში აცხადებენ, კაცი კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

46 წლის კაცს ტრავმული შოკი, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების, სხივისა და იდაყვის მოტეხილობა აღენიშნება.

ცნობისთვის, პოლიციის შენობიდან, მამაკაცის გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი პოლიციაში შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად იყო დაბარებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system