თავში

როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა

როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა
როგორია კაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა

46 წლის კაცი, რომელიც თბილისის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან გადახტა, ამ დრომდე კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ექიმის თქმით, დაშავებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანება, ტრავმული შოკი, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, იდაყვის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა" - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ნანა ჩხიკვაძემ. 

შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს წერეთლის გამზირზე მოხდა,. 46 წლის მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. პროცედურების მიმდინარეობის დროს ის მოულოდნელად შენობის მეორე სართულიდან გადახტა.

მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სავარაუდო სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა დაზარალებულის ყოფილი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ქალი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ქალმა შენობა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system