თავში

როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში

როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში
როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში

თუ მეცნიერული ანალიზი გვაინტერესებს, ლეტალობის მაჩვენებელი გვაქვს 1,4%, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია და არც გაზრდილა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კლინიკურ ჯგუფს და კლინიცისტებს შემთხვევების მართვის გამოცდილება ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე მესამე ტალღის დროს.

„აბსოლუტურ ციფრებში 26 ადამიანის გარდაცვალება ყველანაირად ძალიან საყურადღებოა, მაგრამ სტატისტიკური ანალიზის კუთხით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ მხრივ ვერ აღვწერთ. მეორე არის ის, რამდენად არის კლინიკური მართვის შესაძლებლობა შექმნილი და რაზე მუშაობს კლინიკური ჯგუფი. დღეს კლინიკურ ჯგუფს და კლინიცისტებს შემთხვევების მართვის გამოცდილება ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე ეს გვქონდა „მესამე ტალღის“ დროს. ასევე არის ყველა მედიკამენტი ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს. ინვაზიური, არაინვაზიური აპარატები კლინიკებს აქვთ ყველგან. ასე რომ კლინიკური მართვის შესაძლებლობები მაქსიმალურად არის შექმნილი. რას უკავშირდება ყოველდღე ამდენი ადამიანის გარდაცვალება, იქნება ეს 20 თუ 26 შემთხვევა, ეს უკვე ინდივიდუალური შემთხვევების ანალიზს საჭიროებს და ამ მიმართულებითაც მუშაობს კლინიკური ჯგუფი. თუმცა, რომ გითხრათ რაღაცნაირად „დელტას“ შტამმა გამოიწვია მაინცდამაინც გაზრდილი ლეტალობა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system