თავში

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების მდგომარეობა

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების მდგომარეობა
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების მდგომარეობა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული, ავღანეთიდან ჩამოყვანილი  28 კოვიდინფიცირებული სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გორის სამხედრო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მათ ჩივილები არ აქვთ და დაავადება არ პროგრესირებს.

„ავღანეთიდან გადმოყვანილ 28 სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID 19-ის დიაგნოზი, ჩივილები არ აქვს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი კვლავ რჩებიან ნახევრადბოქსირებულ პალატებში და მკურნალობას გადიან შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისას კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში 10 ივლისს ჩამოიყვანეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system