თავში

როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი

როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი
როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.13 % -ია, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ვრცელდება.

"8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %, ბოლო 14 დღის - 2.77%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.73%", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 821 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია ინფიცირების 351249 შემთხვევა.

გარდაიცვალა 31 ადამიანი. სულ ვირუსს საქართველოში 4982 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი. სულ ვირუსისგან ქვეყანაში 335895 პაციენტი განიკურნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system