თავში

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა
როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მოხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 პაციენტი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობს. როგორც ექიმ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხიდან სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არის დაშავებულია რასრულწლოვანი, რომელსაც მრავლობითი ტრავმები აქვს. 

„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4 პაციენტი. 3 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო 1 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. მას აქვს პოლიტრავმის დიაგნოზი, რაც ნიშნავს მრავლობით ტრავმას.

კლინიკაში სულ 5 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა. ოთხი პაციენტი, რომელიც კლინიკაშია, ამჟამად პოლიტრავმის დიაგნოზით მკურნალობენ და შესაძლოა პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდეთ ოპერაცია“, - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system