
გლდანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, 6 წლის ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტში ჩავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.