თავში

როგორია ლიფტის შახტში ჩავარდნილი ახალგაზრდის მდგომარეობა

როგორია ლიფტის შახტში ჩავარდნილი ახალგაზრდის მდგომარეობა
როგორია ლიფტის შახტში ჩავარდნილი ახალგაზრდის მდგომარეობა

ლიფტის შახტში ჩავარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 20 წლის ახალგაზრდა ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმების განმარტებით, ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მუშა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე იყო, რა დროსაც შახტში ჩავარდა.

კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მტკიცებით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.

"არანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა ჩვენთან. უბრალოდ, ლამინატის ქვეშ კოჭი ყოფილა დაზიანებული როგორც ჩანს და ჩაუტყდა. მუშა კარგად არის, არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველაფერი წესრიგში აქვს," - ამბობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

შემთხვევა სამშენებლო კომპანია "გალაქსი კონტრაქშენის" სამშენებლო ობიექტზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system